სამართალი
კადრები ახალქალაქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან ვიდეო-კადრები ვრცელდება. მასალას ტელეკომპანია "ატვ 12" ავრცელებს.

როგორც ვიდეო-კადრებიდან ჩანს, მსუბუქი მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. 

შეგახსენებთ, რომ კუმურდოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთია ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია. სამივე მგზავრი ახალქალაქის კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს  იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

| Print |