სამართალი
ახალციხეში ქვეითებს მანქანა დაეჯახა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე. ტროტუარზე მყოფ ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ორ გოგოს დაეჯახა. 

დაშავებულები მრავლობითი ზედაპირული დაზიანებებით სასწრაფო დახმარებამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერის თქმით, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. ამ წუთებში დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |