სამართალი
ნინოწმინდის სოფელში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვში 15 წლის მოზარდს ეძებენ. რადიო "ნორის" ინფორაციით, ბავშვი კახეთიდან საცხოვრებლად გადმოსული მწყემსის შვილია.

ბავშვი მოსახლეობამ ბოლოს სოფლის საძოვრებზე მიმავალი დაინახა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

გაუჩინარებულ მოზარდს მშობლები და თანასოფლელები პოლიციასთან ერთად ეძებენ.

| Print |