სამართალი
ნინოწმინდაში 6000-მდე თივის პრესი დაიწვა

 

ნინოწმინდაში, ხოჯაბეკის დასახლებაში 6000-მდე თივის პრესი დაიწვა. ხანძარი დაახლოებით 03:00 საათზე გაჩნდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი გამიზნულად გააჩინეს. 

თივა ხოჯაბეკის სამ მოსახლეს სურიკ მოსოიანს, ლევი ნრანიანსა და მარტინ გოროიანს დაეწვა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა თივის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. 

”მეზობლებმა გაგვაღვიძეს, გავედით და ვნახეთ, რომ თივა იწვოდა. თივა ძალიან ახლოს იყო ბეღელთან. სახანძრო ბრიგადა გამოვიძახთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო”- ამბობს რადიო "ნორთან" სურიკ მოსოიანი.

რაც შეეხება ლევი ნრანიანის თივას, იგი ვარაუდობს, რომ ცეცხლი გამიზნულად წაუკიდეს, რადგან თივის პრესები მას მოშორებით ელაგა. მისივე თქმით, ხანძარი სამივე ადგილზე თითქმის ერთიდაიგივე დროს გაჩნდა.
| Print |