სამართალი
ნინოწმინდაში დაკარგული ბავშვი იპოვეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვში დაკარგული ბავშვი გვიან ღამით იპოვეს. 15 წლის მოზარდი პოლიციამ სომხეთის საზღვართან აღმოაჩინა.

"100 კაცით ვეძებდით. სომხეთის საზღვარზე კამერების დახმარებით ვიპოვეთ და ოჯახს დავუბრუნეთ" - გვითხრა სოფელ ჟდანოვის მკვიდრმა.

15 წლის მოზარდი 15 სექტემბერს გაუჩინარდა. ბავშვი მოსახლეობამ ბოლოს სოფლის საძოვრებზე მიმავალი დაინახა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

მოზარდს მშობლები და თანასოფლელები პოლიციასთან ერთად ეძებდნენ.

ბავშვი კახეთიდან საცხოვრებლად გადმოსული მწყემსის შვილია.

| Print |