სამართალი
საქართველო-სომხეთის საზღვართან სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა
საქართველო-სომხეთის საზღვართან ორი სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაზიანებულია ტრაილერი სომხეთის სანომრე ნიშნით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მძღოლებმა რადიო NOR-თან განაცხადეს, ბაგრატაშენის გავლით ვერ გადიან, რადგან იქ გზა დაკეტილია, ამიტომ ისინი ჟდანოვის საგუშაგოს იყენებენ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სომხეთმა საქართველოსთან შეთანხმებას მიაღწია, რომ სომხეთში ჩამოტანილი ტვირთი სომხურ სოფელ ბავრაში ჟდანოვის გავლით გადაიტანონ, ვინაიდან ბაგრატაშენ-ერევნის საავტომობილო გზის ზოგიერთი მონაკვეთი კონფლიქტის ხაზთანთან ახლოს მდებარეობს. რადიო NOR-ის ინფორმაციით, ამის გამო, ნინოწმინდის სოფელ ჟდანოვიდან საბაჟომდე, სატვირთო ავტომობილების 2 კილომეტრიანი რიგია.


რადიო NOR-ის ფოტო.
| Print |