სამართალი
ახალციხეში ავარიის დროს ბავშვები დაშავდნენ
ახალციხეში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "სუბარუსა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის დროს ბავშვები დაშავდნენ. 

ორი მცირეწლოვანი, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანა. კლინიკის მენეჯერის თქმით, ბავშვებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

"ორი მცირეწლოვანი ჩვენთან შემოიყვანეს, მაგრამ სერიოზული არაფერია, ძალიან მსუბუქი დაზიანებებით არიან", - გვითხრა რევაზ კუჭუხიძემ.
| Print |