სამართალი
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ბორჯომის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. ავარიის გამო საბარგო სადგურის დასახლებასთან, ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გადაადგილება ცოტა ხნით შეზღუდული იყო.

შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა მამკაცმა. ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, მხრის ძვლის მოტეხილობით გადაიყვანა, მეორემ კი მომსახურებაზე უარი განაცხადა.

"ევექსის" კლინიკური მენეჯერის თქმით, მამაკაცს გამოკვლევები უტარდება. რევაზ კუჭუხიძე ამბობს, რომ ექიმებს საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ. თუმცა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე ველით ინფორმაციას, რომელი მუხლით დაიწყო საქმის გამოძიება.

 

| Print |