სამართალი
ნინოწმინდის სოფელში ადგილობრივს თივა დაეწვა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის მკვიდრს გეხეც ლულუკიანს თივის 2000-მდე პრესი დაეწვა.

დაზარალებული ამბობს, რომ ხანძარი პირველად მეზობლებმა დაინახეს და მაშინვე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. თუმცა თივის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. მისივე თქმით, ხანძრის დროს ადგილიდან ავტომობილის გაყვანა ძლივს მოახერხეს.

გეხეც ლულუკიანი ირწმუნება, რომ თივა განზრახ დაუწვეს და იციან ეს ვინც გააკეთა. მისი მტკიცებით, თივა თანასოფლელმა დაუწვა. ამის შესახებ პოლიციას უკვე აცნობეს.

”20 ძროხა და 30 ცხვარი გვყავს და თივის შესაძენად 20 000 – დან 25 000 ლარამდე გვჭირდება”, - ამბობს გეხეც ლულუკიანი.

შემთხვევა 4 ოქტომბრის, დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა.


წყარო: NOR.GE
| Print |