სამართალი
სამცხე-ჯავახეთში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.

სექტემბერში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში, ჯამში 4 უკანონო სახერხი საამქროა ამოღებული. 

"ყველაზე მეტი - 221 ფაქტი ნადირობისა და თევზჭერის წესების დარღვევას ეხება. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 99 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე გამოვლენილია ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 95, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 19, წიაღის უკანონო მოპოვების - 21, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 17, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის - 14, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის - 12, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 12, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 10, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის პირობების დარღვევის 4 ფაქტი" - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზრდამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი სამართალდარღვევებიდან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათი მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
| Print |