სამართალი
გორელოვკაში ზამთრისთვის შენახული თივა კიდევ დაეწვათ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ხანძრის შედეგად ადგილობრივს თივის 1200-მდე პრესი დაეწვა.

რადიო "ნორის" ინფორმაციით, ხანძარი 14 ოქტომბერს გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე 16:00 საათიდან გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ბოლო ორ დღეში გორელოვკაში ხანძარი ორჯერ მოხდა. ორივე შემთხვევაში ადგილობრივებს ზამთრისთვის დასაწყობებული თივა დაეწვათ.

რადიო "ნორის" ინფორმაციით, შემოდგომის პერიოდში ხანძარი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვის ხშირი მოვლენაა. ცეცხლი ძირითადად, დაუდევრობით ჩნდება.
| Print |