სამართალი
უბედური შემთხვევა ასპინძაში - გარდაცვლილია მცირეწლოვანი
უბედური შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ რუსთავში. ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირეწლოვანი გაჩერებული მანქანის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი არ იცოდა.

"რძეს რომ კრებს მოსახლეობაში, ფორდის მიკროავტობუსი, ეგ მანქანა იყო გაჩერებული სახლთან. ბავშვი არავის დაუნახავს. მძღოლი დაჯდა და დაქოქა, თავზე გადაუარა", - გვითხრეს ადგილობრივებმა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |