სამართალი
გამტაცებელმა მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა და პოლიციის ავტომობილში ჩაჯდა
ცენტრალური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეო–კადრებში ჩანს, რომ გამტაცებელი მძევლებთან ერთად გამოდის ბანკიდან და პოლიციის ავტომანქანაში ჯდება.

რამდენიმე წუთის წინ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენელმა ფული მიიტანა, რის შემდეგაც მძარცველმა მძევლებთან და პოლიციის წარმომადგენელთან ერთად შენობა დატოვა.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა, 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.
| Print |