სამართალი
ახალციხეში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მეხუთე სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. მეზობლების თქმით, ბინაში მამაკაცი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები.

"სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე იყვნენ ოთხ წუთში. ცეცხლი ეკიდა საწოლსა და მის გარშემო იატაკს. ხანძარი ლიმვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა სახლში იპოვეს შუა ხნის ასაკის მამაკაცის ცხედარი", - გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში.

მედიკოსების თქმით, მამაკაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ფეხები დამწვარი ჰქონდა და სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო" - განუცხადა "მეცხრე არხს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმმა სარვარ საფაროვმა.

შინაგან ნსაქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


| Print |