სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ვალის საბაჟოსთან – არიან დაშავებულები
ვალის საბაჟოს მიდებარე ტერიტორიაზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 მამაკაცი დაშავდა.

ოთხივე მათგანი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკის "მენეჯერის რეზო კუჭუხიძის თქმით, ოთხივე მათგანის მდგმარეობა, პირველადი შეფასებით, საშუალო სიმძიმით ფასდება.

"დაშავებულები ახალი შემოყვანილები არიან. ამ წუთებში მიმდინარეობს კვლევები. აღენიშნებათ ტრავმები. სავარაუდოდ, აქვთ მოტეხილობებიც" – აცხადებს რეზო კუჭუხიძე.


| Print |