სამ წელში დამწვარი ორი ავტომობილი - ვინ ემტერება ამბარცუმ ბაბოიანს?
20:02 / 17.11.2020
ახალციხის საკრებულოს წევრს მანქანა დაეწვა, თუმცა რა მოხდა მისთვის უცნობია. ამბარცუმ ბაბოიანი "ქართული ოცნების" წევრია და სამი წლის წინ მისი ავტომობილის განზრახ დაზიანება სცადეს. მანქანას ნატყვიარი ჯერ კიდევ ემჩნევა. მმართველი პარტიის დეპუტატი ვერსიებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიებას ელის.