სამართალი
ბორჯომში 5 სულიან ოჯახს სახლი დაეწვა
ბორჯომში გურამიშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლში ცეცხლი დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, ხანძარის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. დამწვარია ორსართულიანი სახლის პირველი სართული და მეორე სართულის ნაწილი,

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სახლი მეხრიშვილების ხუთსულიან ოჯახს ეკუთვნის.

| Print |