სამართალი
თავდამსხმელი პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს.

სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა ვრცელდება. ვიდეო ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული. კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.

ახალგაზრდა მამაკაცი დეპუტატების პარლამენტში შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს:

"შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“
, - აცხადებს თავდამსხმელი.

თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შესული. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს.

| Print |