სამართალი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავმდამსხმელი, სავარაუდოდ, ბორჯომელია
თავმდამსხმელი, რომელიც თბილისში, წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში შეიჭრა, სავარაუდოდ, ბორჯომიდან არის. მან ლაივ-მიმართვა საკუთარი ფეისბუქ-პროფილიდან გაავრცელა.

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა მამაკაცი თბილისში ცხოვრობს, თუმცა სასწავლებლის ადგილზე ბორჯომის ერთ-ერთი სკოლა აქვს მითითებული.

შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს.

"შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“,
- აცხადებს თავდამსხმელი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს.

| Print |