სამართალი
ბორჯომში სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
ბორჯომში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 24 ნოემბერს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. შეჯახების შედეგად დაზიანდა მიკროავტობუსი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

borjomi.tv
| Print |