სამართალი
ავღანეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ღაზნის პროვინციაში მოხდა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ყველა უსაფრთხოების ძალების თანამშრომელია.

მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მსხვერპლი შეიძლება გაიზარდოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა, რომ აფეთქდა მანქანა, მაგრამ მას დეტალებზე და მსხვერპლის თაობაზე არ უსაუბრია.
| Print |