სამართალი
პირბადის ტარებისა და კომენდანტის საათის წესების დარღვევის 991 ფაქტი გამოავლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 991 ფაქტი გამოვლინდა. 

უწყების ინფორმაციით, 87 ფიზიკური პირი კომენდანტის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღევვისთვის დაჯარიმდა. 

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 904 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. 

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს"
, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
| Print |