სამართალი
ხაშური-ბორჯომის გზაზე ავარია მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშური-ბორჯომის გზაზე, ქვიშხეთთან. ერთმანეთს ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიკროავტობუსი მთლიანად დაიშალა

შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი საავადმოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
| Print |