სამართალი
სამცხე–ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 109 ფაქტი, მათგან სამცხე–ჯავახეთში 10 ფაქტი გამოვლინდა. უწყების განმარტებით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 294 მ3-მდე ხე-ტყე.

სამინისტროს ცნობით, გამოვლენილი დარღვევებიდან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 45 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 ფაქტი, იმერეთში - 13, შიდა ქართლში - 6, აჭარაშიც -6, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე ამოღებულია 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
| Print |