სამართალი
ღამით გადაადგილებისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის 814 ფაქტი გამოვლინდა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 814 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. ისინი არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 711 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება
კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. 

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს
", - წერია უწყების განცხადებაში.
| Print |