სამართალი
ახალციხეში, პაატა ნათენაძის ქუჩაზე ხანძარია
ახალციხეში პაატა ნათენაძეს ქუჩის №74-ში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას უკიდია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟია მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები.

დაზარალებულის მეზობლების თქმით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ შეამჩნიეს, რომ საკვამურიდან ცეცხლის ალი ამოდიოდა და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.





| Print |