სამართალი
კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, რესტორან "იმერეთში" მომხდარი აფეთქების გამო, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან, მეხანძრე-მაშველებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტური იყო. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

"სარდაფში დაგვხვდა ორი ზრდასრული ადამიანი. ამოიყვანეს, ნანგრევებში მოყვნენ სავარაუდოდ, ორივეს ჰქონდა დამწვრობა, იყვნენ სტრესში და გადავიყვანეთ კლინიკა "ევექსში" მდგომარეობა მთლიანობაში სტაბილურია" - განუცხადა "მეცხრე არხს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა გიორგი ქურდაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, დაკეტილ რესტორანში მოხდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.

ინფორმაცია, რომ რესტორანში რამდენიმე ადამიანი ჩუმად ვახშმობდა, ამ დროისთვის არ დასტურდება.

| Print |