სამართალი
აფეთქება რესტორანში არ მომხდარა - "იმერეთის" დირექტორი
რესტორან "იმერეთის" დირექტორი ამ დროისთვის დაზიანებულ შენობაში იმყოფება. ბექა ტაბიძეს "მეცხრე არხი" ტელეფონით დაუკავშირდა. მისი თქმით, აფეთქების დროს თავის ძმასთან ერთად რესტორანში იყო და კომპიუტერთან მუშაობდა. იგი სხვა ადამიანების შენობაში ყოფნას არ ადასტურებს.

"რესტორანში არავინ იყო, კამერებიც არის ჩართული და შეუძლიათ შეამოწმონ. მე და ჩემი ძმა ვიყავით, კომპიუტერთან ვმუშაობდით. სარდაფში აფეთქდა რაღაც. ჩვენთან არ მომხდარა. დაზიანებულია ყველაფერი, ჭერი, იატაკი. ჩვენ კარგად ვართ, შენობაში ვართ" - აცხადებს ბექა ტაბიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე აფთქება მოხდა. ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებმა
გამოიყვანეს.
| Print |