სამართალი
ნინოწმინდაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
უბედური შემთხვევა მოხდა ნინოწმინდაში. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინცინდენტი სოფელ სათხში მოხდა. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ახალგაზრდებმა ჯერ იჩხუბეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა ფ.ჰ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი ახალქალაქის კლინიკაში თანასოფლელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. სხეულის დაზიანებები მიიღო ორმა პირმა.

შსს-ში გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დამნაშავე დაკავებული არ არის, უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
| Print |