სამართალი
სათხაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს
დღეს, 4 იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. მხარეებმა საქმის დეტალები ონლაინ რეჟიმში განიხილეს. სასამართლომ ო.პ.-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი ლიკა ბიწაძე „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ო.პ ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებას.

შეგახსენებთ, რომ სათხაში ახალ წელს მომხდარი ინციდენტის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა. ახალი წლის ღამეს დატრიალებული ტრაგედია წლების წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, რა დროსაც ბრალდებულის ძმა გარდაიცვალა. მას შედეგ ორ ოჯახს შორის დაუსრულებელი კონფლიტი დაიწყო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

| Print |