სამართალი
სასტუმრო „ტიფლისის“ მენეჯერი ავარიაში მოყვა
სასტუმრო "ტიფლისის" მენეჯერი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. გიორგი გურგენიძეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. "ევექსის" მენეჯერის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. რეზო კუჭუხიძის თქმით, პაციენტს ფეხი აქვს დაზიანებული.

„პაციენტი სტაბილურად მძიმეა. ფეხზე ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო, ოპერაცია გაუკეთდა" - ამბობს კლინიკის მენეჯერი.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ წნისთან, 4 იანვარს გამთენიისას მოხდა. მძღოლმა ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |