სამართალი
ახალციხეში არასრულწლოვანი დაიკარგა
ახალციხეში არასრულწლოვან ბიჭს ეძებენ. მოზარდი ბოლოს გუშინ, რვა იანავარს ქალაქის ცენტრში შენიშნეს. მას შემდეგ მცირეწლოვანის კვალი გაქრა.

17 წლის ბიჭი მინდობით აღზრდაში იმყოფება. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ცენტრში ამბობენ, რომ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, ბიჭი სახლიდან რამდენჯერმე წავიდა.

„როგორც კი მოხდა ეს ფაქტი, განხორციელდა მყისიერი რეაგირება. ინფორმაცია მიეწოდა ყველა საჭირო სტრუქტურას და ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები“, - გვითხრა რეგიონული ცენტრის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ნინო საანიშვილმა.

ოჯახის წევრებთან ერთად, ბიჭს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორანოები ეძებენ. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

| Print |