სამართალი
ასპინძაში ხანძარი ლიკვიდირებულია
ასპინძის მთაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის სამუშაოებში მთელი ღამე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების და სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა. დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 20 კმ-ში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია მეხანძრე -მაშველებისთვის. ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე აცხადებს, რომ მიუვალ ადგილას ამ დროს მწყემსები არ იმყოფებოდნენ.

,,გვიანი საღამო იყო უკვე, ცეცხლი რომ შენიშნეს ხიზაბავრის მხრიდან. საზაფხულო საძოვრები კი არის, მაგრამ ახლა იქ მწყემსები არ არიან. შეიძლება მონადირეები იყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე რთულია თქმა. კვალიც არ ჩანს მანქანის, საიდან გაჩნდა ცეცხლი, ჯერ ვერაფერს გეტყვით. ერთი კია, მიუვალი ადგილია და მეხანძრეებსაც ფეხით მოუწიათ ადგილამდე მისვლა" - განაცხადა როსტომ მაგრაქველიძემ.


| Print |