სამართალი
ახალციხეში პოლიციის "პიკაპი" მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა
დღეს, 23 იანვარს, თამარაშვილის ქუჩაზე, ახალციხეში პოლიციის "პიკაპი" "ჰონდას" მარკის ავტომობილს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით, 09:30 საათზე მოხდა.

„მსუბუქი მანქანა გვერდიდან, ხოლო პოლიციის მანქანა კი წინიდან არის მცირედით დაზიანებული. დავინახე როგორ დაეჯახა პოლიციის მანქანა რომელიც მთავარ გზაზე გამოდიოდა“, - ამბობს თვითმხილველი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შსს-ს ინფორმაციით,  ავარიაში მონაწილე პირები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.
| Print |