სამართალი
სატვირთო ავტომობილი ჯერ "პიკაპს", შემდეგ კი ტაძრის გალავანს შეეჯახა
ახალციხში რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთვევა მოხდა. ერთმანეთს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის "პიკაპი" და სატვირთო მიკროავტობუსი შეჯახა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსის მღოლმა, გაჩერება ვეღარ შეძლო და წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის გალავანს დაეჯახა.

"9 აპრილის ქუჩიდან ამოდიოდა "პიკაპი" და უნივერსიტეტიდან მომავალ გზაზე ეს მეორე მანქანა მოდიოდა. დავინახე, რომ გზაჯვარედინზე ერთმანეთს დაეჯახნენ. "მარშუტკის" მძღოლმა ვეღარ გააჩერა და კედელს შეასკდა" - ამბობს თვითმხილველი.

დაზიანებულია ორივე ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


| Print |