სამართალი
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს ახალციხის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სოფელ კლდეში მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა. სასამართლოში აცხადებენ, რომ მამაკაცს სასჯელად სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. 

ბოლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 20 იანვარს გაიმართა. უცნობია ეთანხმება თუ არა დაცვის მხარე განაჩენს. მამაკაცმა ადვოკატს მის საქმესთან დაკავშირებით, დეტალებზე საუბარი აუკრძალა. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ კლდეში მოხდა. მ.კ.–ს გამოძიება ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნების თანდასწრებითა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას ედავებოდა.

ცოლ–ქმარს შორის მომხდარი კამათის დროს, მამაკაცმა მეუღლეს გაარტყა. ინციდენტის შემდეგ კი ქალმა 112–ში დარეკა და ძალადობის შესახებ განაცხადა. სამართალდამმცველებმა 38 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ბრალდებული სასამართლომ 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
| Print |