სამართალი
სომხური მხარის სატვირთო მანქანებს ქვები დაუშინეს - სომხეთის საელჩო
საქართველოში, ქვემო ფონიჭალის დასახლებასთან, უცნობი პირები სომხური სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო აბტომობილებს თავს დაესხნენ. როგორც სომხეთის საელჩოში განაცხადეს, თავდამსხმელებმა სატვირთო მანქანის შუშები ჩაამსხვრიეს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

“საქართველოში, ქვემო ფონიჭალის დასახლებასთან, უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს სომხური მხარის სატვირთო მანქანებს, ჩაამტვრიეს ზოგიერთი სატვირთო მანქანის საქარე და გვერდითი მინები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამის შემდეგ სატვირთო მანქანებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, მიაღწიეს საქართველო-სომხეთის საზღვარს და გადაკვეთეს იგი.

ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუდმივად ეკონტაქტება საქართველოს შესაბამის ორგანოებს, ამავდროულად, აქტიურად მუშაობს, კანონის ფარგლებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად და ამგვარი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად”,
– აცხადებენ სომხეთის საელჩოში.

"Yerevan Today"-ს ვიდეო:
sexpromo

| Print |