სამართალი
ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, ასპინძაში 41 წლის მამაკაცი დააკავეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ასპინძაში 1 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ.მ., ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დას - 1995 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151-ე მუხლით მიმდინარეობს.

| Print |