სამართალი
ახალქალაქში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში 55 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებმა იგი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.

„ჩვენი ჯგუფი იყო იქ, რომ მივედით უკვე გარდაცვილი დაგვხვდა, თავი ჩამოიხჩო“
- აცხადებენ ახალქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |