სამართალი
ნინოწმინდა-წალკის საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა
დღეს, 29 იანვარს ნინოწმინდა-წალკის საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა.

„Chevrolet“ -ის მარკის ავტომობილი საპირისპირო ზოლში გადავიდა და „Subaru“-ს მარკის ავტომობილს დაეჯახა. სამი დაშავებული მოტეხილობებით ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ინფორმაციას რადიო ნორი ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ ავტომობილში ინდოეთის მოქალაქეები ისხდნენ, ხოლო მეორე - წალკის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელს ეკუთვნის.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
ფოტო "Radio Nor"
| Print |