სამართალი
ნინოწმინდა-წალკის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

 

ნინოწმინდა-წალკის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები ახალქალაქისა და ნინოწმინდის კლინიკებში იმყოფებიან. 2 მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალქალაქის საავადმყოფოში მიიყვანა. სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის განმარტებით, ორივე მათგანი წალკის მაცხოვრებელია. ალექსანდრე თოროიანის თქმით, ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„დღეს ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი შემოიყვანეს. ორივე წალკის მკვიდრია. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. აქვს მოტეხილობები, ტრამვა თავის არეში და პოსტტრამვული შოკი. მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბნამისად გაწერილია ამბულატორიაში“, - განუმარტა "მეცხრე არხს" ახალქალაქის კლინიკის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ნინოწმინდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანილ დაშავებულს,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

„ჩვენთან მხოლოდ ერთი ადამიანი შემოიყვანეს წალკის მაცხოვრებელი, მხრის დაჟეჟილობით, მისი მდგომარეობა მსუბუქია“, - ამბობს ნინოწმინდის რეფერალური ჰოსპიტილის მენეჯერი ნატო ირემაძე.

ნინოწმინდა-წალკის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 29 იანვარს მოხდა.
| Print |