სამართალი
185 დაშავებული, 22 გარდაცვლილი - ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წელს მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკას აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს სამცხე-ჯავახეთში, 276-ე მუხლის მიხედვით, 126 ავტოსაგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევების დროს 185 პირი დაშავდა, 22 კი დაიღუპა.

ავარიის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების სულ 1 060 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 598 - საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა, 102 - შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, 84 - სიჩქარის გადაჭარბება, 33 - სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ა.შ.

შსს-ს მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს სულ 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა - 450 ადამიანი, დაშავდა - 6 640 პირი.
| Print |