სამართალი
ერთ დღეში, რეგულაციების დარღვევის 574 ფაქტი გამოვლინდა
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 574 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 450 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

დაჯარიმებულებს შორის არის 124 მოქალაქე, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
| Print |