სამართალი
ერთ წელში, საქართველოში ოჯახში ძალადობის 9 144 მსხვერპლი გამოავლინდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის 9 144 მსხვერპლი და 8 716 მოძალადე დააფიქსირა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთაგან, 7 573 ქალი იყო, 1 571 კი კაცი. რაც შეეხება მოძალადეებს, მათგან 7 197 კაცი იყო, 1 519 კი ქალი.


რაც შეეხება რეგიონებს, გასულ წელს, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი მსხვერპლი (852) და მოძალადე (849) აჭარის რეგიონში იყო.
| Print |