სამართალი
შსს–მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 512 ფაქტი გამოავლინა
16 თებერვალს ბორჯომში ე.წ. ჩარხისწყლის ტერიტორიაზე მცხოვრები კაცი ყოფილ ცოლზე განხორციელებული მუქარისთვის დააკავეს.

როგორც დაკავებული, რ.ბ-ს დედა გვეუბნება, შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით დილის 4:30 საათზე მოხდა. შვილის წინააღმდეგ პოლიციას განცხადებით ყოფილმა ცოლმა მიმართა.

"გაშორებულები არიან, ბავშვზე მეურვეობა ყოფილ რძალს აქვს, ბავშვი ჩვენთან იმყოფებოდა და მის წასაყვანად მოვიდა. ბავშვმა რომ დაინახა ტირილი დაიწყო, ჩემმა ბიჭმაც უთხრა, ხომ ხედავ ტირის ბავშვი არ უნდა წამოსვლა, შეეშვიო. წავიდა ეს გოგო და პოლიციაში განცხადება დაწერა, ბრალს დებს ვითომ ჩემი შვილი გაეკიდა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა, არ გაკიდებია, არ უდევნია იმ ტაქსამდე, რომლითაც მოსული იყო“, - ამბობს დაკავებულის დედა.

მისივე თქმით, მსგავსი სიტუაციის გამო, მისი შვილის დაკავების ეს პირველი ფაქტი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ პირი სსკ-ს 11 პრიმა და 151 მუხლებითაა დაკავებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

წაუყენეს თუ არა დაკავებულს ბრალი ამ ეტაპზე უცნობია, ინფორმაციას პროკურატურისგან
| Print |