„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 21 პირი დააკავეს- შსს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს ჯამში 21 პირი დააკავეს.
დაკავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.
უწყების ცნობით, 21-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.