სამართალი
ქალი ისე იყო ,,სკოჩებით" შეფუთული, განზრახ მკვლელობა იყო აბა რა - მეზობელი
გარდაცვლილს მრავლობით დაზიანებებთან ერთად თავის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია - განუცხადა მეცხრე არხს ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა. გარდაცვლილის მეზობლებს უჭირთ იმის თქმა, თუ ვინ და რა მიზეზით მოკლა მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ქალი.

70 წლამდე ქალი მეზობელმა გარდაიცვლილი, საკუთარ სახლში ნახა. ცხედარი გუშინ, 27 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე აღოაჩინეს. მეზობლების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და რამდენიმე დღე არ გამოჩენილა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

| Print |