სამართალი
ვიღაც ნაცნობი იყო, რადგან კარები გაუღო - მეზობლები
მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელი გარდაცვლილს იცნობდა, სხვა შემთხვევაში ხმაურს ვინმე მაინც გაიგებდა. 70 წლამდე ს.ბ. სახლში პირველად ნათესავმა ნახა და პოლიცია გამოიძახა. თავდაპირველი ვერსიით, ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ძალადობის ნიშნები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ხანშიშესული, მარტოხელა ქალი გარდაცვლილი 27 თებერვალს რუსთაველის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს.
| Print |