სამართალი
ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსად ირაკლი ქირია დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი შეიცვალა. პოზიციაზე ირაკლი ქირია დაინიშნა. საკადრო ცვლილებას ადასტურებენ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

41 წლის ქირია ახალციხეში ისანი–სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციიდან გადმოიყვანეს, სადაც მეცხრე სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 

ირაკლი ქირია 2014 წელს ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსად დაინიშნა, მანამდე კი ბორჯომის პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ქირიამ შალვა აღნიაშვილი ჩაანაცვლა.

| Print |