სამართალი
ავარია ახალციხეში - დაზიანდა სამი მანქანა
ახალციხეში სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა,  ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, BMW -ს მარკის ავტომობილი ცხრა აპრილის ქუჩის ჩასახვევიდან მოძრაობდა, რა დროსაც შუქნიშანთან ჰიუნდაისა და მერსედესის მარკის ავტომობილებს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს ვიდეოკამერების ჩანაწერებს შემოწმება. 

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
| Print |
თეგები: ავარია /